logo
ENG



EU-ის ქვეყნების დიპლომატები საგარეოში ევროკავშირის 9 რეკომენდაციაზე ანგარიშს ესწრებიან

29 ივლ 202417:05
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამინისტროს ევროკავშირში ინტეგრაციის დირექტორატის ხელმძღვანელის მიწვევით მივიდნენ.

დიპლომატებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 9 რეკომენდაციის შესრულებაზე ანგარიში უნდა მოისმინონ.

შეხვედრა დაახლოებით ერთი საათია მიმდინარეობს. მის დაწყებამდე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეხვედრაზე იმყოფება ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც.


close დახურვა