logo
ENG



წყალტუბოში სრულად გადავსებულია საკარანტინო სივრცე - იმერეთში 3 საკარანტინო ზონაა

18 მარ 202008:48
3 წუთის საკითხავი
 

იმერეთის საკარანტინო ზონებში 205 მოქალაქეა მოთავსებული. რეგიონის მასშტაბით სამი საკარანტინო ზონაა გახსნილი. საჩხერეში 31, საირმეში 54, წყალტუბოში კი 120 მოქალაქე იმყოფება. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის განცხადებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გოჩა გიორგიძის  თქმით, რამდენიმე პირი, შესაძლოა, თვითიზოლაციაში გადავიდეს. 

"წყალტუბოში სრულად გადავსებულია საკარანტინო სივრცე და 120 ადამიანია მოთავსებული. უკვე განიხილება ზოგიერთი მათგანის თვითიზოლაციაში გადაყვანა, თუ კონკრეტულ პირობებს დააკმაყოფილებენ. ეს ჯერ უნდა გადამოწმდეს. 31 ადამიანია საჩხერეში განთავსებული, ხოლო 54 ადამიანი საირმის საკარანტინო სივრცეშია. ყველა ბენეფიციარის მდგომაროება მონიტორინგის ქვეშაა",-აღნიშნა გოჩა გიორგაძემ.


close დახურვა