logo
ENG



ხელისუფლებისგან დახმარება არ მიგვიღია - სოფელ ღვანკითის მოსახლეობა ყურადღებას ითხოვს

01 მაი 202010:17
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ ღვანკითის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, იზოლირების შემდეგ მათ კოვიდ-19-ზე არც განმეორებითი შემოწმება და არც თერმოსკრინინგი არ ჩატარებიათ. როგორც ღვანკითში მცხოვრები რატი სარდანაძე "ფორმულასთან" ყვება, ადგილობრივებს საკვების შეძენის საშუალება აღარ აქვთ. ისინი დახმარებას ხელისუფლებისგან ელიან. 

"23 აპრილის დილას ჩაიკეტა სოფელი და გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ეპიდომიოლოგების ჩამოსვლა და მოსახლებისთვის განმერებითი თერმოსკრინინგის ჩატარება, თუმცა დღემდე არავის შეუმოწმებია აქ მცხოვრები ადამიანები. ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებისგან არანაირი დახმარება არ მიგვიღია, თუმცა აღსანიშნავია რომ ადგილობრივი ბიზბესი დაეხამრება აქ მცხოვრებ ოჯახებს",-აცხადებს რატი სარდანაძე. 


 


close დახურვა