ხერსონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 3 წუთში რუსეთის ორი სამხედრო ვერტმფრენი KA-52 ჩამოაგდეს. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა სამხრეთი ავრცელებს.
"31 ოქტომბერს, 18:45-დან 18:48 მონაკვეთში, ხერსონის რაიონ ბერისლავსკში საზენიტო დანაყოფებმა ორი რუსული სამხედრო ვერტმფრენი - KA-52 ჩამოაგდეს", - ამბობენ სარდლობაში.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 253 სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურეს.