logo
ENG



ხერხეულიძე სააკაშვილზე: ჩემი იქ ყოფნის დროს ორჯერ გახდა ცუდად, ფერი დაკარგა

12 ნოე 202123:39
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/12/7trn78riblzcs7c.jpg
კადრი: ტელეკომპანია პირველი

ენმ-ს წევრი ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილთან ციხეში ვიზიტის შემდეგ ტელეკომპანია პირველის ეთერში ამბობს, რომ მისი იქ ყოფნისას სააკაშვილი ორჯერ გახდა შეუძლოდ.

ხერხეულიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა წნევის გაზომვა, თუმცა ექიმი მასთან დაგვიანებით მოვიდა.

"4 - საათნახევარი სრულად იქ ვიყავი, ჩემი იქ ყოფნის დროს ის ორჯერ გახდა შეუძლოდ. გახდა მოულოდნელად შეუძლოდ, ფერი დაკარგა, თქვა, რომ ახლა მე მექნება ძალიან მაღალი წნევა, თხოვა ექიმს, რომ მოსულიყო და მისთვის გაეზომა წნევა, მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა ამ ქალბატონის მიმართ, მე ვიყავი იქ და მე ვნახე რამდენ ხანში გამოცხადდა იქ ეს ადამიანი, გვიან რა თქმა უნდა. მე ვუყურებ იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილს გაუჭირდება რეალურად, იქ მე კი არა ნებისმიერი ადამიანი ვისაც შეუძლია დახმარება გაუწიოს არ იქნება, რა გველის და რა ელის მას. მე ვუთხარი მას [მიხეილ სააკაშვილს]" - ამბობს ეკა ხერხეულიძე

ეკა ხერხეულიძემ ასევე თქვა, რომ დათქმა ძალაშია და მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 43-ე დღეა, დაპატიმრებულია და შიმშილობს. 


close დახურვა