logo
ENG


ხერხეულიძე სააკაშვილზე: დათქმა ძალაშია, არ წყვეტს შიმშილობას, დიდი გულისტკივილით ვამბობ
  • 887ნახვები

დათქმა არის ძალაში, არ წყვეტს სამწუხაროდ შიმშილობას [მიხეილ სააკაშვილი], დიდი გულისტკივილით ვამბობ ამას, უბრალოდ არავის ძალა არ ჰყოფნის ის დაარწმუნოს ამაში, სანამ არ შესრულდება ის დათქმა, რაც გუშინ გაჟღერდა და საზოგადოებამ გაიგო.

ამბობს ეკა ხერხეულიძე ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ. ასევე, როგორც ეკა ხერხეულიძემ მთავარ არხთან თქვა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ შერყეულია და სისუსტე მკვეთრად არის გამოხატული. მიხეილ სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ, სააკაშვილი მზადაა შეწყვიტოს შიმშილობა, მხოლოდ იმ დათქმით, რომ მას შემდგომ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში



ასევე ნახეთ
close დახურვა