logo
ENG



ჯანმო-მ ჩინურ ვაქცინა სინოფარმს ავტორიზაცია მიანიჭა

07 მაი 202119:26
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/07/de0o58rg5hekn9x.jpg

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების ვაქცინა სინოფარმს ავტორიზაცია მიანიჭა. 

გადაწვყეტილება დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამართულ ბრიფინგზე გამოცხადდა. 

"დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელი გამოყენებისთვის სინოფარმის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. სინოფარმი მეექვსე ვაქცინაა, რომლის უსაფრთხოება, ეფექტურობა და ხარისხი ჯანმო-ს მიერაა დამტკიცებული", - ვკითხულობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რელიზში. 

საქართველოს სინოფარმის 100 000 დოზა ვაქცინა აქვს შეძენელი. სინოფარმი ამ ეტაპზე ერთადერთი ვაქცინაა, რომლითაც აცრა საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია. 


close დახურვა