logo
ENG



ჯანმო სახელმწიფოებს მკაცრი ზომების ნაადრევად შემსუბუქების გამო აფრთხილებს

11 აპრ 202015:07
3 წუთის საკითხავი
 

შეზღუდვების ნაადრევად მოხსნამ შესაძლოა ინფექციის ახალი სასიკვდილო ტალღა გამოიწვიოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს მკაცრი ზომების ნაადრევად შემსუბუქების გამო აფრთხილებს.

ტედროს გებრეიესუსის შეფასებით, ეკონომიკური ზარალის მიუხედავად, ლიდერებმა გადაწყვეტილება დიდი სიფრთხილით უნდა მიიღონ. ორგანიზაცია ქვეყნებთან ერთად შეზღუდვების შემსუბუქების სტრატეგიაზეც მუშაობს.

ორშაბათიდან პანდემიის გამო ყველაზე დაზარალებული ესპანეთი სამშენებლო და წარმოების სექტორის თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას გეგმავს. იტალიაში კი 14 აპრილიდან შესაძლოა  საკანცელარიო, წიგნებისა და ბავშვების ტანსაცმლის მაღაზიები გაიხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ერთ დღეში ინციფირებულთა რიცხვი ათას 700-ით გაიზარდა, საყოველთაო იზოლაციის რეჟიმის შემსუბუქების პირველ ეტაპზე გადადის რუსეთიც. მოსკოვში მომავალი კვირიდან ხალხს სამსახურში წასვლის მიზნით სახლიდან გამოსვლის უფლება ექნება.  

 


close დახურვა