logo
ENG



ჯაფარიძე: იმისთვის რომ შეთანხმება შედგეს უნდა შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა

02 მარ 202022:42
3 წუთის საკითხავი
 

 

 „მე ვფიქრობ,  გამოსავალი იქნება,  ევროსაბჭოს მიერ სპეციალურად შექმნილი ფაქტების დამდგენი კომისიის ჩამოსვლა საქართველოში, ყველა პოლიტიკურად ნიშნის დევნის საქმეზე, იგივე ფაქტების დამდგენი კომისია იქნეს მოვლინებული ევროსაბჭოდან და შეისწავლოს ყველა ის საქმე, სადაც იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დევნა“, - აღნიშნული განცხადება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ გააკეთა.

ჯაფარიძემ გადაცემაში განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შეთანხმების მისაღწევად აუცილებელია არამხოლოდ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, არამედ პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„იმისთვის რომ შედეგი დადგეს აუცილებელია არამხოლოდ სისტემაზე მოვილაპარაკოთ, არამედ პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. ეს აუცილებელი ნაბიჯებია, იმისთვის, რომ ჩვენ არჩევნები ჩავატაროთ ნორმალურ საარჩევნო გარემოში. ჩვენ არ გვაქვს მკაფიო პასუხი ხელისუფლების მხრიდან გარდა იმისა, რომ ისინი ამბობენ, რომ არ არსებობენ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები, გვესმის რომ მათ უჭირთ ამის აღიარება, მაგრამ ეს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ იცის. მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი იქნება,  ევროსაბჭოს მიერ სპეციალურად შექმნილი ფაქტების დამდგენი კომისიის ჩამოსვლა საქართველოში, ყველა პოლიტიკურად ნიშნის დევნის საქმეზე, იგივე ფაქტების დამდგენი კომისია იქნეს მოვლინებული ევროსაბჭოდან და შეისწავლოს ყველა ის საქმე, სადაც იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დევნა“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 


close დახურვა