logo
ENG



ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი დემოკრატიის ერთ-ერთი საკვანძო ინსტრუმენტია

18 იან 202216:41
3 წუთის საკითხავი
 
ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი დემოკრატიის ერთ-ერთი საკვანძო ინსტრუმენტია
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებაზე ის დემოკრატიის ერთ-ერთი საკვანძო ინსტრუმენტია. 

"ჩვენი წარმომადგენლობა, ზოგადად, თავიდანვე ძალიან ყურადღებით აკვირდებოდა და ამ კანონის შემუშავების პროცესში გამოვთქვით კიდევაც შეშფოთება. 

გარდა შინაარსისა, ინსპექტორის გაუქმებაზე კანონი ორი კუთხიდან უნდა შევაფასოთ. ერთია ის მეთოდი, რომლითაც ეს განხორციელდა, მეორე დროის მონაკვეთი, ის დრო რომელშიც ეს მოხდა. ეს იწვევს სხვადასხვა სახის კითხვებს. 

იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირი დაინტერესებული იყო, როგორც ამ სახელმწიფო ინსტიტუციის მხარდამჭერი, ეს ინსტიტუტი ერთ-ერთი საკვანძო ინსტრუმენტია დემოკრატიისა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, შემოწმებისა და ბალანსის მექანიზმი; ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რასაც შემდეგი განხილვები უნდა მოყვეს. 

არამხოლოდ ჩვენ, სხვა პარტნიორებმაც ამ საკითხზე თავისი მოსაზრება და შეშფოთება გამოთქვეს", - თქვა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც გააუქმეს ინსპექტორის მიერ სამინისტროს მიმართ გამოწერილი ჯარიმები, ელჩმა განაცხადა, რომ ეს კითხვებს იწვევს:

"ძირითადად, ჩვენ არ ვაკეთებთ განცხადებებს სასამართლო გადაწყვეტილებებზე. სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოების გამოქვეყნებას ჩვენ ვუყურებთ ადამიანის უფლებათა მხრიდან, ასევე საერთაშორისო სამართლის კუთხით".

2021 წლის 7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების შესწავლა დაასრულა და მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ინსპექტორის ორივე გადაწყვეტილება გააუქმა. 

30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა. დეპუტატებმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცეს. სამსახურის გაუქმებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 იანვარს მოაწერა.


close დახურვა