logo
ENG



ჰოსპიტალში მოთავსებულ სამხედროებს კორონავირუსის ნიშნები არ აღენიშნებათ

27 მარ 202010:59
3 წუთის საკითხავი
 

ხუთი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებს. ისინი თავს კარგად გრძნობენ და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არცერთი ნიშანი არ აღენიშნებათ. სამხედრო მოსამსახურეების პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ მიიღო.

როგორც სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ აბაშიძემ განაცხადა, ახალი კორონავირუსის მსგავსი დაავადების სიმპტომების შემთხვევაში, ყველა სამხედრო მოსამსახურე გადაყვანილი იქნება სამხედრო ჰოსპიტალში.

„სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხუთივე სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს. რაც შეეხება მეხუთე სამხედრო მოსამსახურეს, რომლის დიაგონზი იყო პნევმონია, ამ ეტაპზე დადასტურებულად არის მწვავე ბრონქიტის დიაგნოზი. ახალი კორონავირუსის მსგავსი დაავადების სიმპტომების შემთხვევაში, ყველა სამხედრო მოსამსახურე გადაყვანილი იქნება სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ შებსამასი სამედიცინო მომსახურება გაეწევათ“, - განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხუთი სამხედრო მოსამსახურე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ვირუსის სიმპტომებით გადაიყვანეს. 


close დახურვა