logo
ENG



ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ჰამასმა ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა

13 ნოე 202323:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/13/ou1xgqhlyopktin.png

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის ცნობით, ჰამასმა ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა.

"ჰამასს არ აქვს ძალა, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალების შეჩერება შეუძლია. IDF მიიწევს ყველა პუნქტამდე. ჰამასის ორგანიზაციამ ღაზაზე კონტროლი დაკარგა. ტერორისტები სამხრეთით გარბიან. მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს ჰამასის ბაზებს. მათ არ აქვთ ნდობა მთავრობის მიმართ"- ამბობს მინისტრი.

გალანტის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები "წინ მიიწევენ გეგმის მიხედვით და ასრულებენ ამოცანებს ზუსტად".

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა