logo
ENG



ერდოღანი ღაზაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას და ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას მოითხოვს

18 ნოე 202313:01
3 წუთის საკითხავი
clock 519
2023/11/18/7s64g1c0dvi9k8w.jpg

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ღაზაში ისრაელის მიერ სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეჩერებას და ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას მოითხოვს.

ამის შესახებ მან გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა. ერდოღანი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა. ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში ერდოღანის პირველი ვიზიტი იყო გერმანიაში.

თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ბირთვული იარაღის ფლობის დამალვაში. ამასთან, მან გერმანიის ხელისუფლებას ცეცხლის შყწვეტის მიზნით ერთობლივი მედიაცია შესთავაზა.

"ჩვენ არაფერი გვმართებს ისრაელის. ასე რომ იყოს, მაშინ, შესაძლოა, ასე მარტივად არ გველაპარაკა, მაგრამ ჩვენ უნდა განვიხილოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - როგორ მოვაგვაროთ პრობლემა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა.

რამდენად შეუძლია თურქეთს წვლილი შეიტანოს? შეუძლია გერმანიას დახმარება? შეგვიძლია თუ არა, ერთად გადავდგათ ეს ნაბიჯი. ახლა ეს არის მნიშვნელოვანი. ბატონი შტაინმაიერი მომავალ კვირაში ისრაელში გაემგზავრება. მე მას ვთხოვე, რომ დააყენოს ეს საკითხი. ჩვენ მეორე მხრიდან ვიმუშავებთ. მოდით, ერთად ვცადოთ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა", - თქვა ერდოღანმა.


close დახურვა