logo
ENG



ჰამასის ლიდერის მტკიცებით, ისრაელთან "საზავო შეთანხმების მისაღწევად ახლოს" არიან

21 ნოე 202309:35
3 წუთის საკითხავი
clock 364

ჰამასის ლიდერი ამტკიცებს, რომ ისრაელთან "საზავო შეთანხმების მისაღწევად ახლოს" არიან. CNN-ის ინფორმაციით, ისმაილ ჰანიემ ამის შესახებ ტელეგრამზე დაწერა.

"მოძრაობამ პასუხი გასცა ძმებს კატარში და შუამავლებს, და ჩვენ ახლოს ვართ საზავო შეთანხმების მიღწევასთან", - თქვა ჰანიემ.

ჰანიემ პოტენციური შეთანხმების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა. ჰამასის წარმომადგენლებმა ტელეკომპანია ალ-ჯაზირას უთხრეს, რომ მოლაპარაკებები ორიენტირებული იყო იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ზავი, ღაზაში დახმარების მიწოდების ღონისძიებებსა და ჰამასის მიერ მძევლების გაცვლაზე ისრაელში მყოფ პალესტინელი ტყვეებზე.

7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ჰამასმა ისრაელიდან ღაზაში 240-მდე მძევალი გადაიყვანა, 1200-მდე ადამიანი კი მოკლა.

ორშაბათს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) პრეზიდენტი მირიანა სპოლიარიჩი ჰანიეს კატარში შეხვდა, რათა კონფლიქტთან დაკავშირებული ჰუმანიტარული საკითხები განეხილათ. ის ასევე კატარის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

ICRC-ის განცხადებით, ის არ მონაწილეობს მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებში, თუმცა როგორც ნეიტრალური შუამავლის "მზად არის ხელი შეუწყოს ნებისმიერ მომავალ გათავისუფლებას, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან".


close დახურვა