logo
ENG



"დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება!" - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

25 ნოე 202316:11
3 წუთის საკითხავი
clock 404
2023/11/25/h8ypjqknsn0pvim.jpg
ვახო ქარელი/ფორმულა

"დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება" - პარლამენტთან ბავშვთა ქორწინების აკრძალვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორები ქალთა მოძრაობა, საფარი და აზერბაიჯანული თემის აქტივისტები არიან.

"კანონმდებლობითაც ბავშვთა ქორწინება არ იკრძალება. მართალია, საქორწინო ასაკი 18 წელია, მაგრამ თუ 18 წლამდე ეს ხორციელდება, მაშინ ის დასჯადი არ არის.

ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი კანონმდებლობით და რაც მთავარია პრაქტიკითაც, ბავშვების ნიშნობა და ბავშვების ქორწინება ჩაითვალოს ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმად და უფრო მეტი მექანიზმი ჰქონდეს პოლიციას, რომ ჩაერთოს და თავიდან აიცილოს, პრევენცია მოახდინოს ადრეული ქორწინებების", - აცხადებს საფარის დირექტორი, ბაია პატარაია.


close დახურვა