logo
ENG



ზელენსკი: ომმა შეუძლებელი გახადა არჩევნების ჩატარება, რომელიც მარტში იყო დაგეგმილი

01 დეკ 202317:39
3 წუთის საკითხავი
clock 329
2023/12/01/gutkg3zvy8yj9dk.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომმა შეუძლებელი გახადა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც მარტში იყო დაგეგმილი.

"ომმა შეუძლებელი გახადა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც თავდაპირველად, კონსტიტუციის მიხედვით, მარტში იყო დაგეგმილი.

არჩევნების ჩასატარებლად მზად ვარ, თუმცა უკრაინელების უმრავლესობა ამისთვის მზად არ არის. მათ მიაჩნიათ, რომ ეს საშიშია, რადგან მათ ირგვლივ ომი მძვინვარებს", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის ცნობით, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 2023 წლის შემოდგომაზე, საპრეზიდენტო კი 2024 წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა უკრაინის კანონმდებლობა და კონსტიტუცია საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარებას კრძალავს.


close დახურვა