logo
ENG



ზელენსკი: უკრაინაში არჩევნები ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: უსაფრთხოებასა და კანონმდებლობაზე

20 დეკ 202518:23
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/20/kg92pjqkz6yzdwe.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარება ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: უსაფრთხოებასა და კანონმდებლობაზე.

ამის შესახებ მან პორტუგალიის პრემიერმინისტრ ლუიშ მონტენეგრუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ზელენსკიმ დაამატა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მუშაობს არჩევნების საზღვარგარეთ ჩასატარებლად საჭირო ინფრასტრუქტურაზე.

"პუტინის გადასაწყვეტი არ არის, როდის ჩატარდება არჩევნები უკრაინაში და რა ფორმატით. ის ნამდვილად არ არის უკრაინის მოქალაქე და ვერ მოახდენს გავლენას შედეგზე ან სხვა რამეზე. რა თქმა უნდა, არსებობს საზღვარგარეთ ხმის მიცემის კარგად დამკვიდრებული პრაქტიკა.

დღევანდელ სიტუაციაში, უკრაინელების რაოდენობის გამო, პროცესი უფრო რთული იქნება, მაგრამ ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანა, რომელმაც უკვე დაიწყო ამაზე მუშაობა. ისინი ურთიერთობენ ჩვენს პარტნიორებთან საზღვარგარეთ და ჩვენ გვჭირდება შეთანხმება შესაძლო ინფრასტრუქტურაზე, რათა ხმის მიცემა კომფორტული იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მჯერა, რომ როდესაც არჩევნები შედგება — ანუ როდესაც უსაფრთხოების სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს — უკრაინელების დიდი რაოდენობა დაბრუნდება უკრაინაში“.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არჩევნები ვერ ჩატარდება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგან ნათელია, თუ როგორ ჩატარდება ეს პროცესი აღნიშნულ ტერიტორიაზე.

როგორც რუსეთი ყოველთვის ამბობს, ის ჯერ აცხადებს შიდა არჩევნების შედეგებს და შემდეგ ითვლის ხმებს“.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია სამხედრო მოსამსახურეებმა შეძლონ ხმის მიცემა, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა მოქალაქემ.

„ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა წამოსწიეს არჩევნების საკითხი, რაც ნიშნავს, რომ მათ იციან, როგორ დაგვეხმარონ უსაფრთხო არჩევნების ჩატარებაში: ეს შეიძლება იყოს, უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტა ან ომის დასრულება", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.


close დახურვა