logo
ENG



აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები ერთმანეთს ფლორიდაში შეხვდებიან

20 დეკ 202517:39
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/20/4thyshm472moo4f.png

აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირები დღეს ფლორიდაში შეხვედრას გამართავენ, რომელზეც განხილვის საკითხი უკრაინაში ომის დასრულება იქნება.

რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი, კირილ დიმიტრიევი, ხოლო აშშ-ის მხრიდან შეხვედრას დაესწრებიან სტივ ვიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შესაძლოა ისიც შეუერთდეს მოლაპარაკებებს.

ცნობისთვის, ამ კვირაში გაიმართა შეხვედრები აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალური პირების შეხვედრები, რომელთა შემდეგაც მათ განაცხადეს, რომ მიღწეულია პროგრესი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხში.


close დახურვა