logo
ENG



ბლინკენი: აუცილებელია, პაუზის შემდეგ ისრაელმა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა უზრუნველყოს

02 დეკ 202312:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/02/3q450yj0bm3pogp.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აუცილებელია, პაუზის შემდეგ ისრაელმა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და შემდგომში, ჰუმანიტარული დახმარების შენარჩუნება უზრუნველყოს.

"აუცილებელია, პაუზის შემდეგ ისრაელმა უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის მკაფიო დაცვა და შემდგომში, ჰუმანიტარული დახმარების შენარჩუნება. ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ცხადყოფდა, თუ სად იქნებოდნენ ადამიანები უსაფრთხო ზონაში ღაზაში. დავაკვირდებით, რომ ასე გაგრძელდეს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რატომ დასრულდა პაუზა. დასრულდა ჰამასის გამო, რომელმაც უარი თქვა აღებულ ვალდებულებებზე, ფაქტობრივად, ზავის დასრულებამდეც კი. ჩვენ ასევე ვიყენებთ დიპლომატიას, რომ შევხედოთ არამხოლოდ იმას, რაც დღეს ხდება, არამედ, თუ რა მოხდება მომდევნო დღეებში და როგორ შეგვიძლია მივიღოთ სამართლიანი ხანგრძლივი მშვიდობა ისრაელის მოქალაქეებისთვის, პალესტინელებისთვის და ყველასთვის რეგიონში", - ამბობს ბლინკენი.

დროებითი სამშვიდობო ხელშეკრულება დაპირისპირებულ მხარეებს შორის 23 ნოემბერს ამოქმედდა. რამდენიმე დღით ადრე, ეგვიპტე და კატარი ცდილობდნენ სამშვიდობო პაუზის ორი დღით გახანგრძლივებას, რათა მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების პროცესის გაგრძელება შესაძლებელი ყოფილიყო.

დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გასროლით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა სამშვიდობო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაუზა დაარღვია.


close დახურვა