logo
ENG



რუსებმა 2023 წელს 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, კიდევ 11 000 დაშავდა - კლიმენკო

03 დეკ 202319:06
3 წუთის საკითხავი
clock 281
2023/12/03/uaieqmws5ccacac.png

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა 2023 წელს, 11 თვის განმავლობაში 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, კიდევ 11 000 კი დაშავდა.

კლიმენკოს თქმით, გასულ 11 თვის განმავლობაში რუსებმა 59 000-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს - თავდასხმა 24 რეგიონზე განხორციელდა. მისივე ცნობით, ყველაზე მეტჯერ ცეცხლი ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის, სუმის და ჩერნიჰივის ოლქებს გაუხსნეს.

კლიმენკო ამბობს, რომ 2023 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, უკრაინელმა სამართალდამცველებმა 101 000-ზე მეტი სამხედრო დანაშაული აღრიცხეს. რუსების სამხედრო დანაშაულებს შორისაა: ცეცხლის გახსნა, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალაობა, დეპორტაცია და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

11 ნოემბრის მონაცემებით, გაეროს მისიამ 10 000 მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალება დაადასტურა, დაღუპულთა შორის 560 ბავშვია.


close დახურვა