logo
ENG



წყალდიდობა და მეწყერი ტანზანიაში - სტიქიას 47 ადამიანი ემსხვერპლა

04 დეკ 202309:17
3 წუთის საკითხავი
 

მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ტანზანიაში წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 47 ადამიანი ემსხვერპლა.

ძლიერი წვიმა ტანზანიის დედაქალაქ დოდომას ჩრდილოეთით 300 კილომეტრში, ქალაქ კატეშში შაბათს დაიწყო, რამაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიის შედეგად 85 ადამიანი დაშავდა.

ტანზანიის პრეზიდენტმა დუბაიში, კლიმატის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.


close დახურვა