logo
ENG



9-დან 11 დეკემბრამდე ორბელიანის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

08 დეკ 202317:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/08/ewgtfpc9wq0sap2.jpg

ხვალიდან 11 დეკემბრამდე ორბელიანის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების გამო, 9 დეკემბრის 08:00 საათიდან 11 დეკემბრის 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვა ორბელიანის ქუჩაზე, ორბელიანის N26-დან ანტონ ფურცელაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება", - ნათქვამია განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რენა აბჟანდაძის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ათონელის ქუჩების გამოყენებით.


close დახურვა