logo
ENG



გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

08 დეკ 202317:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/08/tf8kt82hvr68e7v.jpg

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა. ის სადაზვერვო დრონებს, ჭურვებსა და ყუმბარმტყორცნებს მოიცავს. ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

კერძოდ, დახმარება გულისხმობს თანამედროვე სადაზვერვო უპილოტო კომპლექსს, LUNA NG-ს, ასევე, 10 სადაზვერვო დრონს - VECTOR. 

გარდა ამისა, უკრაინამ მიიღო 6 გერმანული საპატრულო მანქანა მესაზღვრეებისთვის და 8 სატვირთო. ამასთან ერთად, უკრაინელ სამხედროებს გადაეცათ 70 MGW ავტომატური ყუმბარმტყორცნი, ასევე, დამატებითი 100 000 პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები. 

ახალ პაკეტში, ასევე, შედის 1000 ერთეული 155-მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო ჭურვი. 

 

close დახურვა