logo
ENG



ზელენსკი: გვჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინისადმი მიცემულ დანაპირებს შეასრულებს

08 დეკ 202317:57
3 წუთის საკითხავი
clock 307
2023/12/08/i4ydvi8sau4h8fm.jpg

"გვჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინისადმი მიცემულ დანაპირებს შეასრულებს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ამ კვირაში ჩვენ ველოდებით უკრაინის უმაღლესი რადას გადამწყვეტ ხმებს. ეს ასევე ეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების მოსამზადებლად. ჩვენი პრიორიტეტია ყველა იმ გადაწყვეტილების შესრულება, რომლებიც საჭიროა უკრაინისთვის, რაც აუცილებელია ევროპული მიმართულებით. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინისადმი მიცემულ დანაპირებს შეასრულებს.

სწორედ ამაზე ვესაუბრე ესპანეთის პრემიერმინისტრს, პედრო სანჩესს. ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობების, ჩვენი ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ, ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერაზე, ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას მთელი ევროპის გასაძლიერებლად", - ამბობს ზელენსკი.

5 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.

14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".


close დახურვა