logo
ENG



ზელენსკა: თუ მსოფლიო უკრაინის დახმარებით დაიღლება, უბრალოდ სასიკვდილოდ გაგვიმეტებენ

09 დეკ 202323:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/09/80hd93w678legtw.png

პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ თუ დასავლეთის ქვეყნები უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას არ გააგრძელებენ, "უკრაინელები სიკვდილისთვის იქნებიან განწირულები".

როგორც ზელენსკამ BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, "თუ მსოფლიო დაიღლება [უკრაინის დახმარებით], ისინი უბრალოდ სასიკვდილოდ გაგვიმეტებენ".

"ჩვენ ძალიან გვჭირდება დახმარება. მარტივი სიტყვებით რომ ვილაპარაკოთ, ჩვენ არ შეგვიძლია ამ სიტუაციით დავიღალოთ, რადგან თუ დავიღლებით, მოვკვდებით. და თუ დაიღლება მსოფლიო, ისინი უბრალოდ სიკვდილისთვის გაგვიმეტებენ. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია იმ სიმპტომების დანახვა, რომ დახმარების ლტოლვა შესაძლოა გაქრეს. ჩვენთვის ეს სასიცოცხლო საკითხია. ამიტომ მტკივნეულია ამის დანახვა", - თქვა უკრაინის პირველმა ლედიმ.


close დახურვა