logo
ENG



ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა - ლავამ სახლებამდე მიაღწია

14 იან 202423:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/14/7mmz6uapv2wfngi.png

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთში ვულკანი ამოიფრქვა, ლავამ ქალაქ გრინდავიკამდე მიაღწია, რის გამოც რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხდა.

მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება პოლიციამ შაბათს, 13 იანვარს მას შემდეგ გასცა, რაც გზებზე ვულკანური ბზარები გაჩნდა. ევაკუაციის საჭიროება ამ ქალაქში ბოლოს ნოემბერში დადგა, ოჯახების ნაწილი საცხოვრებელ სახლებში დღემდე არ იყო დაბრუნებული.

ქალაქი გრინდავიკი ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკიდან 70 კილომეტრში მდებარეობს.


close დახურვა