logo
ENG



კალაძის თქმით, ვარკეთილისა და ავლაბრის მეტროების რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოს დასრულდება

01 თებ 202411:36
3 წუთის საკითხავი
clock 384
2024/02/01/89tamaex04q8pqb.jpg

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოს დასრულდება. როგორც ის ამბობს,  რეაბილიტაციის სურვილს არცერთი კომპანია არ გამოთქვამდა, რის გამოც, პროცესი დროში გაიწელა.

"აღნიშნული სადგურის რეაბილიტაციის პროცესში, გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა ფიქსირდებოდა, რადგან არცერთი კომპანია არ გამოთქვამდა სურვილს ტენდერში მონაწილეობა მიეღო. სავარაუდოდ, არავის უნდოდა პასუხისმგებლობის აღება ამხელა მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაზე, თუმცა მოიძებნა კომპანია, რომელიც ამჟამად ასრულებს სამუშაოებს და რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მეტროსადგურ ავლაბარს, კალაძე ამბობს, რომ თავდაპირველ პროექტში ცვლილებების საჭიროება დადგა, რადგან მეტროს ვესტიბიულის დემონტაჟი განხორციელდა. მისივე თქმით, "თუ რამე პრობლემა არ შეიქმნა". ავლაბრის რეაბილიტაციაც ზაფხულში დასრულდება.

"რეაბილიტაციის პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რადგან არსებული ვესტიბიულის დემონტაჟი განხორციელდა, რომელიც ძალიან მძიმე, ავარიულ მდგომარეობაში იყო. ზოგადად, რეაბილიტაციის ნებისმიერი პროექტის დროს, პრობლემა ისაა, რომ არავინ იცის, რეალურად რა ხდება, რა მდგომარეობაა ადგილზე. როდესაც უშუალოდ სამუშაოები ხორციელდება, უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგებით. თუ რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეიქმნა, მეტროსადგურ ავლაბრის რეაბილიტაციაც ზაფხულში დასრულდება", - თქვა კალაძემ.

 

close დახურვა