logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ

19 თებ 202410:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/19/8g9abrd1i11bnza.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მასშტაბით 4 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალების ნაწილებმა ყველა მათგანის ჩამოგდება შეძლეს.

მტერმა უპილოტო საფრენი აპარატები ბელგოროდის რაიონიდან ხარკივის ოლქის მიმართულებით გაუშვა", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა