logo
ENG



ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა 28 მარტს ჩაინიშნა

29 თებ 202412:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/29/89065enz2z33wgf.jpg

ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე აცხადებს, რომ გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო სხდომა 28 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

"ვისაც გაინტერესებთ ლაზარეს პროცესის შესახებ...ამ წამს ვესაუბრე ადვოკატს და 28 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა სასამართლო! თავის ოქროს დაბადების დღეს იქ შეხვდება, 22 მარტს", - წერს გრიგორიადისის დედა Facebook-ზე.

გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა 22 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე შვებულებაში გავიდა, რის გამოც პროცესი გადაიდო.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 

22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.


close დახურვა