logo
ENG



მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელი სააპელაციომ უვადო პატიმრობაში დატოვა

02 მარ 202417:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/02/vx4n9wydki4bv35.jpg

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობაში დატოვა. მეორე ინსტანციამ სრულად გაიზიარა საქალაქოს სასამართლოს პოზიცია.

გამოძიების ვერსიით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა. 

საქალაქო სასამართლომ ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა გასული წლის 23 იანვარს მიუსაჯა. ყოფილი პოლიციელი ბრალს არ აღიარებს. 


close დახურვა