logo
ENG



სტოლტენბერგი: ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 350 000 სამხედრო დაკარგა

15 მარ 202411:13
3 წუთის საკითხავი
clock 260
2024/03/15/t992xppqvobrkc6.jpg

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 350 000 სამხედრო დაკარგა.

სტოლტენბერგის თქმით, "საკუთარი სიმამაცით უკრაინამ აჩვენა, რომ რუსი სამხედროების დამარცხება შესაძლებელია".

"რუსეთი იხდის ძალიან დიდ საფასურს უმნიშვნელო მიღწევებში. ხმელეთზე პუტინის ომი რუსეთს უკვე 350 000 სამხედროს სიცოცხლე დაუჯდა. ზღვაში უკრაინელების იერიშის შედეგად რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის დიდი ნაწილი დაკარგა. ჰაერში უკრაინა ანადგურებდეს საკვანძო რუსულ თვითმფრინავებს, მათ შორის ძვირადღირებულ სადაზვერვო თვითმფრინავებსაც", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.


close დახურვა