logo
ENG



პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

21 მარ 202419:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/21/w3e2okygg0wbwza.png

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპორტსმენი, UFC-ის გამარჯვებული ქვემსუბუქ წონაში ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა.

წარდგინებით სალომე ზურაბიშვილს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიმართეს.

დაჯილდოებაზე არ იმყოფებოდნენ თავად კობახიძე და პაპუაშვილი. კობახიძემ დღეს თქვა, რომ ისინი ღონისძიებაზე არ მივიდოდნენ, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ "დაპატიჟებულები არც არიან". პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით კი, ზურაბიშვილმა როგორც ირაკლი კობახიძე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღონისძიებაზე დაპატიჟა.

ილია თოფურია პირველი ქართველია, რომელმაც UFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.


close დახურვა