logo
ENG



მურუსიძის თქმით, მოსამართლეთა კონფერენციაზე ვეტინგის სისტემა დაგმეს

24 მარ 202419:48
3 წუთის საკითხავი
clock 331
2024/03/24/nr5d6gqnr2ycvbh.png

აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლის, ლევან მურუსიძის თქმით, მოსამართლეთა 32-ე კონფერენციაზე ვეტინგის სისტემა დაგმეს. როგორც ის ამბობს, ვეტინგზე უზენაესი სასამართლოს განცხადებას დღეს ერთხმად დაუჭირეს მხარი. 

"დღეს კონფერენციას ესწრებოდა 295 მოსამართლე... მიგვაჩნია, რომ ამ ვეტინგის სისტემას არანაირი კავშირი არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან. ეს დაადასტურა იმ პროცესებმა, რომელიც მიმდინარეობდა ალბანეთში, რომელიც მიმდინარეობდა უკრაინაში და რომელიც მიდის ახლა მოლდოვაში, შესაბამისად, კეთილსინდისიერებას ამოფარებული ეს თემა, რეალურად, სხვა მიზნებს", – ამბობს მურუსიძე. 

*** 

11 მარტს უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის - ე.წ. "ვეტინგის" სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.

განცხადებაში სასამართლო ირწმუნება, რომ ვეტინგი "ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი.


close დახურვა