logo
ENG


ზელენსკი: გასულ კვირას რუსებმა 190-მდე რაკეტა, 140 დრონი და 700 ბომბი გამოიყენეს
  • 183ნახვები

გასული კვირის განმავლობაში რუსმა ტერორისტებმა გამოიყენეს 190-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა და თითქმის 140 Shahed-ის ტიპის დრონი. მათ ჩამოაგდეს თითქმის 700 მართვადი ბომბი. ამ ომის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი კვირა, რუსეთს ტერორისგან თავი შეეკავებინა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საოკუპაციო კონტიგენტმა იგრძნოს ჩვენი სამართლიანი პასუხი ამ ტერორზე ყოველ კვირას, ყოველ დღე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი გმირის, რომლებიც ანადგურებენ მტრის ლოჯისტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათ, ვინც ყირიმსა და შავ ზღვას ასუფთავებს ოკუპანტებისგან. ეს რთული ამოცანაა, მაგრამ ჩვენი მეომრები მას ეტაპობრივად ასრულებენ.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა