logo
ENG


ჰაკერი: ეს არაა სწორი გზა, ვურჩევთ ქართულ ოცნებას, რომ სწრაფად შეაჩერონ ეს კანონპროექტი
თომას ჰაკერი
27 აპრ, 2024 20:17
ჰაკერი: ეს არაა სწორი გზა, ვურჩევთ ქართულ ოცნებას, რომ სწრაფად შეაჩერონ ეს კანონპროექტი
  • 424ნახვები

ბუნდესტაგში ძალიან გაგვიხარდა, რომ ევროპის კომისიის რეკომენდაციის შემდეგ, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ბუნდესტაგში ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ვიცით, რაოდენ დიდია ამისი სურვილი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. რომ საქართველო იყოს ამ დიდი ევროპული ოჯახის წევრი. ისინი [საქართველოს მოქალაქეები] არიან ევროპელები და მათ უნდათ რომ იყვნენ ევროპის კავშირის წევრები და ისინი უნდა იყვნენ ევროპის კავშირის წევრები. მაშინ როდესაც საქართველოს მთავრობა - მისი დაპირების მიუხედავად რომ ივლიდა ევროპული გზით - განმეორებით გვთავაზობს "უცხოელი აგენტების" კანონს. მიუხედავად იმისა რომ კანონის დასახელებაში სიტყვა "გამჭვირვალობა" არის, მისი [კანონის] შინაარსი არ იცვლება. კანონის მიღების შემთხვევაში სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა ევროპაში და მის საზღვრებს მიღმა გართულდება, თავისუფალი მედიის საქმიანობა დაზიანდება, მთავრობის მხრიდან ხისტი ზემოქმედების შედეგად სამოქალაქო საზოგადოება დაშინდება. ეს არ არის სწორი გზა! ჩვენ გვინდა რომ საქართველომ სწრაფად იაროს გზით ევროპის კავშირის მიმართულებით. ამიტომ, ჩვენ ვურჩევთ საქართველოს მთავრობას, ქართულ ოცნებას, რომ სწრაფად შეაჩერონ ეს კანონპროექტი.

განაცხადა ბუნდესტაგის წევრმა, დეპუტატმა გერმანიის დემოკრატიული პარტიიდან, თომას ჰაკერმა. ჰაკერის განცხადებას ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი ავრცელებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა