logo
ENG


ტყებუჩავა: ვარ საჯარო მოხელე, ვმდგარვარ და ვიდგები აქციებზე, ეს ჩვენი ვალდებულებაა
  • 438ნახვები

ვარ საჯარო მოხელე. მოხელის სტატუსი არასდროს ყოფილა შემაკავებელი ფაქტორი, არც წინა წლებში და არც ახლა, სახელმწიფოსა და ხალხის ერთგული დავრჩენილიყავი. გადამწყვეტი მოვლენების დროს, ვმდგარვარ და ვიდგები აქციებზეც. ეს ჩვენი ვალდებულებაა და არა კეთილი ნება.

საჯარო მოხელე არის ადამიანი, რომლის პროფესიონალიზმზე, დამოუკიდებლობაზე, მიუკერძოებლობასა და უკანონო პრაქტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ნებისყოფაზე დამოკიდებულია ის სტრატეგიები, განვითარების ხედვები და ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ქვეყნის განვითარებისთვის ვდგამთ.

საჯარო მოხელის სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობები იწყება მის მიერ მოხელის ფიცის დადების მომენტიდან: "შეგნებული მაქვს საჯარო სამსახურში ჩემთვის დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა და ვაცხადებ, რომ ერთგულად ვემსახურები ხალხსა და სახელმწიფოს, დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, კანონებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს, პატივს ვცემ საჯარო ინტერესებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად აღვასრულებ ჩემს მოვალეობებს". 

მოხელის სტატუსი, საქმიანობის დაწყებამდე, საჯარო სამსახურში შესვლის მსურველთაგან ფიცის დადებას მოითხოვს. მოხელის ფიცით, პირი პირობას დებს, რომ საქმიანობას მასში გაწერილი ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად განახორციელებს. მსგავსი ფიცის არსებობის აუცილებლობა, პირველ რიგში, საქმიანობის სოციალური ფუნქციიდან გამომდინარეობს და მისი სავალდებულო ძალა თუ ზნეობრივი წონა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო დაპირება. დღევანდელი მოვლენები ტესტია - ან ხარ სახელმწიფოს და ხალხის, ან პარტიის ერთგული! თუ არ დგახარ პირველის გვერდით, მაშინ არა საჯარო მოხელე, არამედ პარტიის ინსტრუმენტი ხარ, საკუთარი მავნე ინტერესები - ხალხის ნების სახელით გაატაროს.

წერს საჯარო მოხელე, გიორგი ტყებუჩავა სოციალურ ქსელში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა