logo
ENG


მამარდაშვილი: ოცნება ავიხდინეთ - ჩვენ დავწერეთ ისტორია!
  • 217ნახვები

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, იმიტომ რომ არა მარტო დღეს, არამედ მთელი ეს წელიწად ნახევარი-ორი წელი რაც იყო გვერდში გვიდგანან და გვამხნევებენ რაც შეუძლიათ. მათი დიდი დამსახურებაა დღეს რომ აქ ვართ და მიხარია მათთვის იმიტომ რომ ისინი გავაბედნიერეთ და გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ოცნება ავიხდინეთ. [...] ემოციური თამაში იყო, იმიტომ, რომ მინდოდა ეს ხალხი გამეხარებინა. არა მარტო მე, არამედ ბიჭებს ყველას გვინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა. ისინი იმსახურებენ ამას. გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ დავწერეთ ისტორია! [...] პირველი პენალტი ვიცოდი სადაც დაარტყამდა იმიტომ, რომ 4 პენალტი ჰქონდა დარტყმული მაგ კუთხეში, როცა სჭირდებოდა გუნდს

თქვა საბერძნეთთან მატჩის დასრულების შემდეგ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით, საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა