logo
ENG


მდინარაძე: რა გე-უუ-ება და რა დროს წარმოყვირებებია, როცა ერთი და ბერი ზეიმობს
  • 833ნახვები

როცა ერი და ბერი ზეიმობდა და ქუჩაში ადამიანები ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ულოცავდნენ. ამაზე დიდი პოზიტიური ემოცია, ალბათ, არ არსებობს და ამ დროს საერთოდ როგორ უნდა იფიქრო ასეთი რაღაც. არც მინდოდა ამაზე საუბარი. ორ ადგილას, სადაც კამერები იყო ახლოს, დაორგანიზებული იყო 20-20-კაციანი ჯგუფი, რომელიც ცდილობდა ხალხი აეყოლიებინა. რა გეუება იმ დროს, როცა ერი და ბერი გაერთიანებული წარმატებით და გამარჯვებით, რა დროს უ-ა და რა დროს წამოყვირებებია.

ხალხი გაოგნებულები უყურებდნენ კამერებთან ახლოს დაორგანიზებულ რაღაც პატარ-პატარა ორ ჯგუფს. გაოგნებულები უყურებდნენ და ეს ყველაფერი შემდეგ არ გამოუვიდათ და გადაფარა იმ ტაშმა და ოვაციებმა, რაც პრემიერმინისტრის გამოსვლას და მის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც ჩვენი გმირი ბიჭების ღირსების ორდენით დაჯილდოებას გულისხმობდა.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი. 

გუშინ, 26 მარტს მატჩის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის სცენაზე გამოსვლას საპროტესტო შეძახილები მოჰყვა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა