logo
ENG



ისრაელმა სირიაში ირანის საკონსულოს დაარტყა - დაიღუპა 2 გენერალი

02 აპრ 202409:03
3 წუთის საკითხავი
clock 266
2024/04/02/ynf7r2pnmrfyg3j.jpg

ისრაელმა სირიაში ირანის საკონსულოს დაარტყა, რის შედეგადაც ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის 7 ოფიცერი მოკლეს. დაღუპულებს შორის ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, ასევე მისი მოადგილე, გენერალი მოჰამედ ჰადი ჰაჯი რაჰიმი.

სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის თვითმფრინავებმა საკონსულოს ოკუპირებული გოლანის მარლობების მხრიდან დაარტეს. ისრაელი უარს ამბობს კომენტარზე.

დარტყმის შედეგად საკონსულოს შედეგად სრულად გაუქმდა. როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა განაცხადა, თეირანი "აგრესორისთვის" საპასუხო მოქმედებების უფლებას იტოვებს.


close დახურვა