logo
ENG



Bloomberg: NATO უკრაინისთვის $100 მილიარდის ოდენობის ფონდის შექმნის იდეით გამოდის

02 აპრ 202422:58
3 წუთის საკითხავი
clock 249
2024/04/02/n80cf7twmlxlj0o.jpg

გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ NATO უკრაინისთვის 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის იდეით გამოდის. გამოცემა წერს, რომ ამ წინადადებით ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვიდა.

Bloomberg წერს, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოები ჯერ კიდევ განიხილავენ იენს სტოლტენბერგის წინადადებას და შენატანების გადანაწილების მექანიზმს. წყაროების ამბობენ, რომ წინადადება, სავარაუდოდ, შეიცვლება იქამდე, სანამ მოკავშირეები საკითხზე შეთანხმდებიან.

პაკეტის ნაწილად NATO-მ შესაძლოა თავის თავზე აიღოს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის - რამშტაინის ფორმატის ოპერატიული ვალდებულებები, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს და რომელიც კიევისთვის იარაღის მიწოდების კოორდინაციას ახდენს.


close დახურვა