logo
ENG



ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა სატელეფონო მოლაპარაკებები გამართეს

03 აპრ 202400:42
3 წუთის საკითხავი
clock 267
2024/04/03/5q8gv09dmyhgxfe.jpg

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, ნოემბერში კალიფორნიაში შეხვედრის შემდეგ, პირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს.

თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო მოლაპარაკებები შედგა. ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი 2022 წლის ივლისის შემდეგ არ გამართულა.

მედია თეთრ სახლის მრჩეველზე, ჯონ კირბიზე დაყრდნობით წერს, რომ ლიდერებმა ჩინეთის მხრიდან რუსეთის თავდაცვისა და სამრეწველო ბაზის მხარდაჭერისგან თავის შეკავების აუცილებლობა განიხილეს. კერძოდ, ჯონ კირბის თქმით, საკითხი განიხილეს ჩინეთის გავლენაზე რუსეთსა და ირანზე უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის ომების კონფექსტში.

მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა პეკინის "ერთი ჩინეთის პოლიტიკის" მიმართ და ტაივანის სრუტის საკითხთან დაკავშირებით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა გაიმეორა.

გარდა ამისა, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ საუბრის თემა შეეხო ვაჭრობის საკითხებს, ნარკოტიკებთან ბრძოლას, ხელოვნური ინდელექტის საფრთხეებს, კლიმატის ცვლილებას.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი და სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ კომუნიკაცია ნებისმიერ დროს გააგრძელონ, როცა ამის საჭიროება დადგება.


close დახურვა