logo
ENG



კანადის საგარეო რუსულ კანონზე: სამოქალაქო ორგანიზაციები ეფექტიანი დემოკრატიის საფუძველია

10 აპრ 202412:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/10/me0hicncydjexyt.jpg

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს ეხმაურებიან. 

როგორც ფორმულას უწყებაში განუცხადეს, მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან და აღნიშნავენ, რომ მედიის თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არსებობა ეფექტიანი დემოკრატიის საფუძველია.  

"კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილია აღნიშნული კანონი და ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და სამოქალაქო სივრცეები ღია, ინკლუზიური და ეფექტიანი დემოკრატიის საფუძველია. კანადა შეწუხებულია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სივრცის კლებით, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ, ისევე, როგორც მრავალ ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრების, გაერთიანების, გამოხატვისა და აზრის თავისუფლებებზე არსებული მუქარით. 

კანადას მტიცედ სჯერა, რომ მედიის თავისუფლება არის დემოკრატიული საზოგადოებების მნიშვნელოვან ნაწილი ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დასავაცად. ხალხს სჭირდება თავისუფალი მედია, რათა მას მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია და ინფორმირებული ანალიზი, რათა მთავრობას ანგარიშვალდებულება დაეკისროს. 

კანადა მტკიცედ უჭერს მხარს ჟურნალისტებისა და მედიის უფლებებს ყველგან, იმოქმედონ ისეთ გარემოში, სადაც არ არის სახელმწიფო ხელისფლების მხრიდან დაშინება და შევიწროება", - განუცხადა ფორმულას კანადის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერმა. 


close დახურვა