logo
ENG



Tbilisi Pride: მოვითხოვთ, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს ლაზარე!

12 აპრ 202418:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/12/4erbykx9u522bje.jpg

არასამთავრობო ორგანიზაცია Tbilisi Pride პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას სთხოვს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კლანურმა სასამართლომ უდანაშაულო ლაზარე გრიგორიადისს წარმოუდგენლად სასტიკი განაჩენი გამოუტანა.

"სამარცხვინო კლანურმა სასამართლომ უდანაშაულო ლაზარე გრიგორიადისს წარმოუდგენლად სასტიკი განაჩენი გამოუტანა და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა! 2023 წლის მარტის აქციებზე მოპოვებული გამარჯვებისთვის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, დასასჯელად უკვე ერთი წელია სისტემა სჯის ლაზარეს, დღევანდელი განაჩენი კი საბოლოო გზავნილი იყო ხელისუფლებისგან, რათა დაგვაშინოს და ამით ხელი შეუშალოს რუსული კანონისა და რუსულ პოლიტიკის გაპროტესტებას!

თუმცა გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება იქნება ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს და ერთად მოვითხოვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, შეიწყალოს ლაზარე! ჩვენში, საქართველოს მოქალაქეებში, სასოწარკვეთის გამოწვევა და ჩვენთვის იმედის ჩამორთმევა არასდროს ყოფილა მარტივი და არც ამ უღირსი ქმედებით გამარტივდება!

ყოველი დღე, რომელსაც ლაზარე ციხეში ატარებს, არის თითოეული ჩვენგანის სასჯელი და იმ ევროპული მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენება, რომლისთვისაც 2023 წლის მარტში ლაზარე ჩვენ გვერდით, ჩვენთან ერთად იბრძოდა!", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.  

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ჩააბარეს.


close დახურვა