logo
ENG



დუგინი: საქართველო სწორ გზაზეა, ჩვენ ეს გზა გავიარეთ და დადებითი ეფექტი აშკარაა

15 აპრ 202420:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/15/9pmoi0lsudbybhx.jpg

რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანა "სწორ გზაზეა".

"საქართველო სწორ გზაზეა. თუ გსურს სუვერენიტეტი, გაანადგურე მეხუთე კოლონა. ჩვენ ეს გზა გავიარეთ და დადებითი ეფექტი აშკარაა. რამდენი ლიბერალური აგენტი რჩება საზოგადოების სიღრმეში - ელიტაში, ჩინოსნობაში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში. მთელი ავგიას თავლებია. მაგრამ ღვთის დახმარებით, ჩვენ მათ გავწმენდთ", - წერს პროპაგანდისტი Telegram-არხზე.

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.

კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის პარალელურად პარლამენტთან მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. 


close დახურვა