logo
ENG



10 წელი საყდრისის პროტესტიდან - დროება

10 დეკ 202320:40
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში უძველესი ოქროს საბადო, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ მოსვლიდან ერთ წელიწადში ყველა კანონის დარღვევით ააფეთქა. 2013-14 წლებში საყდრისის გარშემო აგორებული საპროტესტო ტალღა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის პირველი ყველაზე დიდი დაპირისპირება იყო, რომელშიც საზოგადოებრივი ინტერესი უძლური აღმოჩნდა, რადგან მთელი სახელმწიფო მანქანა - ყველა სამსახური და უწყება ოქროს მომპოვებელთა ინტერესების დასაცავად იყო მობილიზებული. დროება საყდრისის კამპანიის მონაწილე იმ აქტივისტებს - პროფესიონალ გარემოსდამცველებს, არქეოლოგებს, ხელოვნებათმცოდნეებსა და იურისტებს შეხვდა, რომლებიც 10 წლის წინ ძეგლის გადასარჩენად განსაკუთრებით აქტიურად იბრძოდნენ. დამარცხებული საპროტესტო კამპანიის გადააზრების მცდელობა მომხდარიდან ათი წლის შემდეგ, რა გვასწავლა საყდრისის პროტესტმა, ნახეთ დროების სიუჟეტში.


close დახურვა