logo
ENG



იოზვიაკი: საქართველოზე, შესაძლოა, EU-ის განცხადება გამოქვეყნდეს, კომისიის შეფასება განახლდეს

08 მაი 202413:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/08/x3nmvpp7e878x3e.jpeg

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის თანახმად, ბრიუსელში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, სადაც 26-მა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა.

იოზვიაკი წერს, რომ მოსალოდნელია ევროკავშირის განცხადება, ასევე, ევროკომისიის განახლებული შეფასება.

"ბრიუსელში საქართველოს სიტუაციაზე ელჩების დონეზე დებატები გაიმართა. შეშფოთება გამოთქვა 26-მა ქვეყანამ, უნგრეთი დუმს. შესაძლოა, გამოქვეყნდეს ევოკავშირის განცხადება და ასევე, ევროკომისიისგან განახლებული შეფასება იმის თაობაზე, რამდენად შეესაბამება "უცხოური აგენტების შესახებ" კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს", - წერს იოზვიაკი.


close დახურვა