logo
ENG



თავისუფლების მარშის მონაწილეები მსვლელობით შსს-სთან მივიდნენ

24 მაი 202422:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/24/x7s0ofty3rxfp2k.jpg

რუსული კანონის საწინააღმდეგო თავისუფლების მარშის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეები თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და მარშს შეუერთდნენ.

მარშს შეუერთდნენ სტუდენტები, რომლებიც 18:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ შსს აზკაბანის ციხესთან ასოცირდება და მშვიდობიანი პროტესტით სამინისტროსთან გააპროტესტებენ რეჟიმს, რომელიც ადამიანებს არბევს, სცემს, აკავებს და აშინებს.

თავისუფლების მარშს სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები შეუერთდნენ, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ. მათ შორის არიან სტუდენტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი მარში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დასრულდება. მორიგ საპროტესტო აქციას კი ახალგაზრდები 26 მაისს, 19:00 საათზე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართავენ.


close დახურვა