logo
ENG



რუსეთში, უკრაინაში საბრძოლველად, ციხიდან მკვლელობაში მსჯავრდებული 2 ადამიანი გაათავისუფლეს

26 მაი 202417:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/26/wwpeh24js1puvy7.jpg

რუსეთში ციხიდან, უკრაინაში საბრძოლველად მკვლელობაში მსჯავრდადებული ორი ყოფილი პოლიციელო გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Lyudi Baykala ავრცელებს.

ცნობილია, 2023 წლის აპრილში რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქში, ულან-უდეში სასამართლომ პოლიციელებს 17 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც გამოცემა წერს, ევგენი ინკინი და დიმიტრი ისტომინი ბრალდებულები, 2002 წელს ორი ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში ომის საწარმოებლად უფრო და უფრო ეყრდნობა კრიმინალებსა და მოძალადეებს.


close დახურვა