უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდ "ოხოტნიკს" დაარტყეს.
გენშტაბის თანახმად, გემს რამდენიმე უკრაინული დრონი დაეჯახა.
"19 დეკემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით გაანადგურეს რუსული პროექტის, 22460-ის სამხედრო ხომალდი ოხოტნიკი. ის კასპიის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვების პლატფორმის მახლობლად პატრულირებდა", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში, ფილანოვსკის ნავთობისა და გაზის საბადოზე, ლუკოილის საკუთრებაში არსებულ საბურღი პლატფორმა გაანადგურეს.
ასევე. დაზიანდა ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კრასნოსელსკოეს მახლობლად მდებარე RSP-6M2 სარადარო სისტემა. გენერალური შტაბის ცნობით, რადარი შექმნილია საჰაერო ხომალდების მოძრაობის რეგულირებისთვის, კერძოდ, ცუდი ხილვადობის პირობებში ზუსტი დაშვებისთვის.
