logo
ENG



რუსმა ოკუპანტებმა ხარკივზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაიღუპა ერთი ადამიანი

03 ივნ 202409:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/03/1tgkyowvv2aijun.jpg

გასული ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ხარკივის რეგიონზე სარაკეტო დარტყმები მიიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, იერიშის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 2 კი დაშავდა.

რუსი ოკუპანტების სამიზნე ხარკივიდან 30 კილომეტრში მდებარე დასასვენებელი კომპლექსი გახდა. ოკუპანტებმა დარტყმა მინიმუმ 5 რაკეტით მიიტანეს.

ბოლო მონაცემებით, ყველაზე რთული ვითარება დონეცკის ოლქის პოკროვკსის მიმართულებაზეა. ოკუპანტები ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში აქ 60 შეტაკება მოხდა.


close დახურვა